“ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ ერთი სამშობლოს პრინციპით ვმართოთ ქვეყანა”

“ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ ერთი სამშობლოს პრინციპით ვმართოთ ქვეყანა”

როგორც იქნა, ერთად შეკრება მოვახერხეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შევძელით კრიზისული სიტუაციის განმუხტვა დიალოგის გზით, მართალია უცხოელი პარტნიორების დახმარებით, მაგრამ მაინც ჩვენი გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, სესიაზე განაცხადა.

„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ ერთი სამშობლოს პრინციპით ვმართოთ ქვეყანა. ეს უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის სლოგანი და მაშინ ყველანაირი კომპრომისი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ძლიერ მხარედ ჩაითვლება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები