„ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4 უფასო 15-წუთიანი პარკირებით”-კახა კალაძე

„ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4 უფასო 15-წუთიანი პარკირებით”-კახა კალაძე

„ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4 უფასო 15-წუთიანი პარკირებით”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზონალური პარკირებიდან შემოსული თანხა მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.
„საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე, ქუჩაში დამონტაჟებული აპარატების მეშვეობით
ზონალური პარკირებიდან შემოსული თანხები მთლიანად აკუმულირდება სატრანსპორტო კომპანიაში და მოხმარდება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე დაწესდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები