“ყველა კვლევა ადასტურებს, რომ კახი კალაძე დამაჯერებლად იგებს პირველ ტურში”

“ყველა კვლევა ადასტურებს, რომ კახი კალაძე დამაჯერებლად იგებს პირველ ტურში”

ყველამ, კიდევ ერთხელ კარგად დაინახა და ყველა კვლევა ამას ადასტურებს, რომ კახი კალაძე დამაჯერებლად იმარჯვებს პირველ ტურში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„მონაცემები, რომელიც „გორბის“ კვლევამ აჩვენა, მეტ-ნაკლებად ემთხვევა იმ მოლოდინებს, რომელიც ჩვენი საზოგადოების მხრიდან არის გამოხატული და ჩვენი შიდა კვლევებიც გარკვეულწილად გვიდასტურებს, რომ დაახლოებით ამ ეტაპზე 48%-იანი მხარდაჭერა გვაქვს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები