ყველა არსებით საკითხზე შევთანხმდით და მაქსიმალურად ხელშეუხებელი დავტოვეთ“ოცნებისეული“ -ნიკა რურუა

ყველა არსებით საკითხზე შევთანხმდით და მაქსიმალურად ხელშეუხებელი დავტოვეთ“ოცნებისეული“ -ნიკა რურუა

ყველა არსებით საკითხზე შევთანხმდით და მაქსიმალურად ხელშეუხებელი დავტოვეთ“ოცნებისეული“ ვარიანტი იმისთვის, რომ კონსტიტუციაზე შეიქმნას კონსენსუსი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუკა რურუამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნიკა რურუას განცხადებით, დღეს მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ ცვლილებების „ქართული ოცნების“ შემოთავაზებულ ვერსიასთან მიახლოებული ვარიანტი ყოფილიყო მიღებული.

„კონსტიტუცია არის ქვეყნის უმაღლესი კანონი და ყველას, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, ვალდებულება ეკისრება გააკეთოს ყველაფერი, რომ ქვეყანას ერთპარტიული კონსტიტუცია არ ჰქონდეს. ახლა მხოლოდ ერთი პარტია ცდილობს მოახვოს ხალხს თავისი ვერსია და ამის წინააღმდეგია მთელი ოპოზიცია. დღეს მაქსიმალურად შევეცადეთ მივახლოებოდით მათ მიერ შემოთავაზებულ ვერსიას და არსებითი საკითხები რაც მთელი ოპოზიციისთვის არის გადამწყვეტი, დაგვემატებინა ამ ვერსიისთვის. შეჯერებულ ვერსიას გამოვიტანთ სამსჯავროზე და წარვუდგენთ საზოგადოებას და მმართველ პარტიას ვინც ცდილობს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას“, – განაცხადა ნიკა რურუამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები