ყველა ახალი დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტი შემოტანილი შემთხვევაა, დანარჩენი ადგილობრივი წყაროებიდან

ყველა ახალი დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტი შემოტანილი შემთხვევაა, დანარჩენი ადგილობრივი წყაროებიდან

ყველა ახალი დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტი შემოტანილი შემთხვევაა, დანარჩენი ადგილობრივი წყაროებიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არ აქვს მნიშვნელობა ახალი ინფიცირებული ერთი იქნება თუ 10, კოვიდ ინფექცია არსად მიდის, ის არსებობს, ეს დაავადება ალბათ ჩვენთან ერთად არსებობას გააგრძელებს. აქედან გამომდინარე: მე, თქვენ, მოსახლეობამ მუდმივად უნდა დავიცვათ რეგულაციები ფაქტიურად და არა ფიქტიურად. უნდა დავიცვათ დისტანცია, სადაც დისტანცია არ ხერხდება იქ პირბადე უნდა გვეკეთოს, დიდი თავშეყრის ადგილებს უნდა მოვერიდოთ და ჩვენ თვითონ არ უნდა შევქმნათ ასეთი თავშეყრის ადგილები“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები