“ყოველდღიურად ქვეყანაში გვყავს, სავარაუდოდ, 500-700 ინფიცირებული ბავშვი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია”

“ყოველდღიურად ქვეყანაში გვყავს, სავარაუდოდ, 500-700 ინფიცირებული ბავშვი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ყოველდღიურად ქვეყანაში ინფიცირებული შემთხვევებიდან 500-700, სავარაუდოდ, ბავშვია.
„ბოლო 2 კვირის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა მიმართვიანობამ პედიატრიულ განყოფილებებში, 5 ათას ინფიცირებულში 10-15% არის ბავშვი. ყოველდღიურად ქვეყანაში გვყავს, სავარაუდოდ, 500-700 ინფიცირებული ბავშვი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ძალიან გაიზარდა მაჩვენებელი როგორც ზოგადი ინფიცირების, ასევე, ბავშვების წილი ამ მაჩვენებელში გაცილებით მაღალია, ვიდრე აქამდე იყო”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, „ომიკრონის“ სამიზნე ახალგაზრდების ასაკობრივი ჯგუფია.
“ბავშვებში ინფიცირების შემთხვევებმა „დელტას“ შტამის გავრცელების დროს მოიმატა და „ომიკრონმა“ ეს ტენდენცია „გააგრძელა“, ფაქტია, „ომიკრონის“ სამიზნე არის უფრო ახალგაზრდა ასაკი და განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვებს, ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ პედიატრიულ დაწესებულებებში მოიმატა მიმართვიანობამ”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები