ყოფილი პოლიციელი არასდროს მიაყენებს პოლიციელს შეურაცხყოფას, – ასე გამოეხმაურა ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავას დაკავების ფაქტს.
„ყოფილი პოლიციელი არასდროს მიაყენებს პოლიციელს შეურაცხყოფას. მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და არასდროს მივაყენებ ფორმიანს შეურაცხყოფას, რაც არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
როგორც სარალიძემ აღნიშნა, კარვების საავტომობილო გზიდან აღებას არ აპირებს.
“რაც შეეხება კარვების აღებას, არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან არის, რომ თითქოს კარვების აღებას აპირებს ვინმე. მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალით თუ დააპირებენ რამეს, მოვიდნენ, პრობლემა არ არის, აქ ვიქნები ბოლომდე. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა თავად მაიძულეს ეს ნაბიჯი გადამედგა, პირადად გიორგი გახარიამ. ესენი ცდილობენ ამ საქმის სხვანაირად შეფუთვას”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა და აქციის კიდევ სამი მონაწილე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის განკარგულების დაუმორჩილებლობისთვის დღეს დილით დააკავეს.
მსგავსი სიახლეები

კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს კარი ყველა ტურისტისთვის, მათი ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად, ღიაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს.

ავსტრალიელმა და ახალ ზელანდიელმა სპეციალისტებმა კახეთის რეგიონში ატმის ბაღებსა და ვენახებში განთავსებული აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დაათვალიერეს.
