ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე „ქართუს“ დაფინანსებით ცენტრალური პარკი გაშენდება

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე „ქართუს“ დაფინანსებით ცენტრალური პარკი გაშენდება

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.

ამასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ბრიფინგი გამართეს.

„დღეს ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს ქალაქის ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს და მოსახლეობა მომდევნო დღეებში გაიგებს, თუ როდის დაიწყება მშენებლობა.

ბრიფინგის შემდეგ თბილისის მერმა და საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

კომენტარები
კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები