ყოფილა შემთხვევები, როდესაც პატიმრები განსაკუთრებული რისკის დაწესებულებიდან შეუწყალებიათ-კახა კახიშვილი

ყოფილა შემთხვევები, როდესაც პატიმრები განსაკუთრებული რისკის დაწესებულებიდან შეუწყალებიათ-კახა კახიშვილი

ყოფილა შემთხვევები, როდესაც პატიმრები განსაკუთრებული რისკის დაწესებულებიდან შეუწყალებიათ, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრომ პატიმრების შეფასებები რისკის შესაბამისად დაიწყო. „განსაკუთრებული რისკი“ არის დაწესებულება, სადაც კანონში პირდაპირ წერია, რომ იქ თუ ადამიანი მოხვდება, მის მიმართ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი საერთოდ არ განიხილება, რადგან განსაკუთრებული რისკია. ამ დაწესებულებიდანაც შეუწყალებიათ პატიმრები, რაც ჩვენთვისაც გასაოცარი იყო. მომავალში იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი ტიპის კომუნიკაცია უფრო მჭიდრო იქნება სასჯელაღსრულების სამინისტროსა და შეწყალების კომისიას შორის, რომ ამ ინფორმაციების საფუძველზე მივიდეს პრეზიდენტთან სხვაგვარი დასკვნები, თუნდაც კონკრეტულ პატიმართან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.
კახიშვილის თქმით, მას აქვს აღნიშნულ პირთა სტატისტიკა, თუმცა სახელს და გვარებს არ დაასახელებს. მისივე განცხადებით, საუბარია ისეთ დანაშაულებებზე, როგორიც არის ქურდობა, ძარცვა, დაუმორჩილებლობა და სხვა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები