ყირგიზეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე სოფო კილაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ უკანასკნელ წლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით განახორციელა.

ყირგიზეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე სოფო კილაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ უკანასკნელ წლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით განახორციელა.

ყირგიზეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე სოფო კილაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ უკანასკნელ წლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით განახორციელა. შეხვედრა ყირგიზული მხარის ინიციატივით და საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ორგანიზებით შედგა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებთან გატარებული რეფორმის საფუძვლები, განხორციელების ეტაპები და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მიმოიხილა.

„რეფორმის ამოსავალი წერტილი იყო ადამიანი და მისი ღირსება, რომელიც არასოდეს ექვემდებარება შეზღუდვას. საკონსტიტუციო რეფორმით ქვეყანამ ადამიანის უფლებების და მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო გაზარდა. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ჩვენ გვაქვს ევროპის საბჭოს კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მყოფი ჩანაწერი, რაც ერთის მხრივ, სახელმწიფოს ზღუდავს, შელახოს ადამიანის უფლება და მეორეს მხრივ, ავალდებულებს მას, ხელი შეუწყოს უფლებების განუხრელ დაცვას“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ორგანოს როლზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეფორმაში და ინსპექტორის აპარატის, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი ინსტიტუტის აუცილებლობაზე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები