ყაზტრანსგაზი“ ნუცუბიძის მოსახლეობას გაზმომარაგების ავარიული გათიშვის შესახებ ატყობინებს

ყაზტრანსგაზი“ ნუცუბიძის მოსახლეობას გაზმომარაგების ავარიული გათიშვის შესახებ ატყობინებს

“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონის მოსახლეობას გაზმომარაგების ავარიულად შეწყვეტის შესახებ ატყობინებს და გაზის მიწოდების ეტაპობრივად აღდგენას ჰპირდება.

კომპანიის ცნობით, დღეს, 6 სექტემბერს, 10:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ნუცუბიძე – III მიკრო რაიონში მდებარე ყოფილი სასტუმრო აკადემიურის შენობაში მცხოვრებ მოსახლეობას, ნუცუბიძის III მ/რ, კვარტალი – I, კორპუსი №5-ის მიმდებარედ შპს „GD group”-ის საცხოვრებელ კორპუსის მოსახლეობას, №10 და №12 კორპუსებს შორის მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. ასევე, გაზმომარაგების გარეშე დარჩა ძოწენიძის ქუჩა №14, სასტუმრო „ელეგანსი“, თბილისის № 171 საჯარო სკოლა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული მცირე კომერციული ობიექტები. გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები