ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან ვაჭრობის წახალისებას გეგმავს.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან ვაჭრობის წახალისებას გეგმავს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან ვაჭრობის წახალისებას გეგმავს.

„ჩვენი ამოცანაა წავახალისოთ ვაჭრობის პროცესი, რაც გადაადგილების თავისუფლების გამარტივებასთანაც არის დაკავშირებული. პირველ რიგში არის ზრუნვა მოსახლეობაზე, მათ პრაგმატულ და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე. ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ბედი ჩვენთვის სულერთი ვერ იქნება, ამიტომ ჩვენთვის განათლების შესაძლებლობების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა სერვისის წვდომის გამარტივება, მაგალითად, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის გამარტივება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია უვიზო მიმოსვლით ისარგებლოს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, ინიციატივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს მალე წარედგინება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები