ქეთევან ციხელაშვილი „საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსიტუტის“, Chatham House-ის ლონდონის კონფერენციას დაესწრო

ქეთევან ციხელაშვილი „საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსიტუტის“, Chatham House-ის ლონდონის კონფერენციას დაესწრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსიტუტის“, Chatham House-ის ლონდონის კონფერენციას დაესწრო, რომლის წლევანდელი მთავარი თემაა: „კრიტიკულ ზღვარზე: მსოფლიო წესრიგი თუ არეულობა“.
როგორც „კვირას“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს,
საერთაშორისო კონფერენცია 2014 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის 200-მდე პოლიტიკოსი იღებს. ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები.
სახელმწიფო მინისტრმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში სამუშაო ვიზიტისას მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის “უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მორიგ პლენარულ სხდომაში.
“უორდროპის სტრატეგიული დიალოგი” ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც 1919–1921 წლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო. მან ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა.
ვიზიტის ფარგლებში, ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალან დანკანის სახელით გამართულ საქმიან ლანჩს დაესწრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი და სახელმწიფო მინისტრის კაბინეტის წევრი ლორა თორნი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები