ქეთევან ციხელაშვილი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა

ქეთევან ციხელაშვილი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კონკრეტულ გზავნილს შეიცავდა. მისივე თქმით, პრემიერმა საპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგა.

“პრემიერის განცხადება ფაქტობრივად ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ღია განაცხადი გახლავთ, რომელიც ძალიან კონკრეტულ გზავნილებს შეიცავს. ერთი მხრივ, ეს გახლავთ ჟენევის ფორმატის არსებითი გააქტიურება, მათ შორის უმაღლეს დონეზე ჩართულობით. მოგეხსენებათ, პრემიერმა პირადად ჩართვის მზაობა გამოთქვა იმისათვის, რომ ამ ფორმატში მოხერხდეს კონფლიქტის დარეგულირებისაკენ სვლა და გონივრული ნაბიჯების გადადგმა. მეორე მხრივ კი, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, რისი მზაობა ჩვენ ადრეც გაგვიცხადებია და რისი პრეცენდენტებიც, არაპოლიტიზირებულ ფორმატში, ადრეც გვქონია და ახლაც გვაქვს საზოგადოებრივ დონეზე. თუმცა მთავარი ის გახლავთ, რომ ამ ყველაფერს ხელი არ შეეშალოს. სამწუხაროდ, ამის გამოცდილებაც ხშირად გვაქვს. ეს არის მტკიცე განაცხადი, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც არ სურს ომი, დაპირისპირება და დაძაბულობის ესკალაცია. არამედ სურს მშვიდობიანი განვითარება არჩეული კურსით და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვა. ამისთვის ყველა ნაბიჯს დგამს ახლაც და მომავალშიც“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე მორიგი განცხადება რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლების მიმართულებით გუშინ გაავრცელა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები