ქეთევან ციხელაშვილი მედიას, პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და პროვოკაციაზე არ წამოეგონ.

ქეთევან ციხელაშვილი მედიას, პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და პროვოკაციაზე არ წამოეგონ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულნი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს ხურვალეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი მედიას, პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და პროვოკაციაზე არ წამოეგონ.

“მინდა, მოგაწოდოთ ბოლო ინფორმაცია ხურვალეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულნი – საოკუპაციო ხაზს მიღმა, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლისა, წვდომისა ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობისა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ ეტაპისთვის ინციდენტი არის განმუხტული. მიმოსვლა აღდგენილია, მოსახლეობისთვის არც შეზღუდულა. არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მინდა, ვთხოვო მედიას, ვიყოთ აღჭურვილნი მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამ მოცემულობაში, როდესაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მავთულხლართებს მიღმა საუბედუროდ დგანან რუსი ჯარისკაცები, არის ძალიან მძლავრი სამხედრო ბაზები და ამ პირობებში ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა არის ის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი პროვოკაცია და ამიტომ ამ პასუხისმგებლობისგან არც პოლიტიკოსები არც ხელისუფლება არც აქტივისტები არ არიან თავისუფალნი, ეს არის ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის, უსაფრთხოებისათვის, ამიტომ მაქსიმალურად სწორი ინფორმაციითა და სიფრთხილით უნდა ვიყოთ აღჭურვილნი. აქტივისტების მხრიდან იყო გარკვეული განცხადებები, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ეს განცხადებები დამატებით კიდევ გარკვეულ დაძაბულობას აჩენს. ისედაც ცხადია, ოკუპაციის პირობებში ცხოვრება არის ძალიან რთული ფაქტორი და არ არის საჭირო, რომ გარკვეულ პროვოკაციებს წამოვეგოთ “, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისათვის, სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სუს-მა, სადაც ნათქვამია, რომ უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები