ქედაში, სოფელ დოლოგანში მომხდარზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ქედაში, სოფელ დოლოგანში მომხდარზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ქედაში, სოფელ დოლოგანში მომხდარზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, წინასწარი ინფორმაციით, ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში (სოფ.ჭინკაძეები), ქვის მოპოვების სამუშაოებს შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ ახორციელებდა.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელდა აფეთქებითი მეთოდის გამოყენება, რა დროსაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. სამუშაოების განმახორციელებელი პირი ვალდებული იყო სამუშაოები ეწარმოებინა შესაბამისი ბურღვა-აფეთქებითი ნებართვის საფუძველზე.
„კერძო კომპანიის მიერ ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ქვა მოხვდა, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
მომხდარზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები