ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” ქედის მერის მოადგილემ როლანდ ბერიძემ განუცხადა, ქვის კარიერის აფეთქებისას, ქვის ანასხლეტი დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში 6 წლის ბიჭს მოხვდა რის შედეგადაც მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა.
“კვირას” ინფორმაციით, შემთხვევის დროს 6 წლის ბიჭის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ.
“კვირას” ინფორმაციით, ქედაში, ქვის კარიერის აფეთქებას კერძო კომპანია აწარმოებდა. ამ დროისათვის კომპანიის წარმომადგენლები დაკითხვაზე იმყოფებიან.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები