ქავთარაძის N1-ში ”სითი მოლი” 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.

ქავთარაძის N1-ში ”სითი მოლი”  2018 წლის ნოემბერში დასრულდება.

ქავთარაძის N1-ში მდებარე ”სითი მოლის” შენობის ფართი 17,000 მ².-ია, ახალი შენობა კი 36, 000 მ²-ზე იქნება განთავსებული და ბიზნესცენტრის გარეშე, 87,000 მ² იქნება, საიდანაც 57,000 მ² გასაქირავებელი ფართს დაეთმობა. ამასთან, მიწის ქვეშ განთავსდება 1500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი.

”სითი მოლის” ლოკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არის ქალაქის ცენტრში და ეს იქნება ყოველდღიური თავშეყრის ადგილი როგორც ოჯახებისთვის, ასევე მეგობრებისთვის.

იგეგმება საერთაშორისო ბრენდული მაღაზიების, საკვები ობიექტების და გასართობი ტერიტორიის მოწყობა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. ასევე მოეწყობა მოსასვნებელი ადგილი მშობლებისთვის, რათა ბავშვებთან ერთად შეძლონ ”სითი მოლში” სიარული. 2018 წლიდან სითი მოლი სრულად დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნას”,-აცხადებენ ”სითი მოლის” წარმომადგენლები.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები