ქართველი ჯარისკაცების ღირსეული მონაწილეობა და ცალკეული ამოცანების წარმატებით შესრულება ადასტურებს მათ მაღალ პროფესიონალიზმს და ნატოსთან თავსებადობას

ქართველი ჯარისკაცების ღირსეული მონაწილეობა და ცალკეული ამოცანების წარმატებით შესრულება ადასტურებს მათ მაღალ პროფესიონალიზმს და ნატოსთან თავსებადობას

ქართველი ჯარისკაცების ღირსეული მონაწილეობა და ცალკეული ამოცანების წარმატებით შესრულება ადასტურებს მათ მაღალ პროფესიონალიზმს და ნატოსთან თავსებადობას. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

„ამ სწავლებით ყველას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი, მათ შორის უხილავი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება; რომ ჩვენი სამხედროები მუდამ მზად არიან, განაგრძონ მზადყოფნის ამაღლება ჩვენი საერთო მიზნის და საერთო ღირებულებების დასაცავად. საერთო ღირებულებები არის სწორედ ის ქვაკუთხედი, რომელსაც ჩვენი მტკიცე პარტნიორობა ეფუძნება. ამ პარტნიორობას კი სწავლების განმავლობაში, მონაწილე ქვეყნების სამხედროებს შორის ჩამოყალიბეული ნდობა კიდევ უფრო მყარს ხდის. მრავალეროვანი წვრთნების მასპინძლობით მაღლდება პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის დონე, რითაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად უზრუნველვყოფთ რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების დაცვას.

წელს ჩატარებული „ღირსეული პარტნიორი“ და მომავალ წელს დაგეგმილი „მტკიცე სული“ არის საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მკაფიო მაგალითი. ხოლო 2022 წელს, საქართველო უკვე მესამედ უმასპინძლებს ნატო- საქართველოს სწავლებას, რაც ნატოსთან ჩვენს სამაგალითო თანამშრომლობას ადასტურებს. მინდა მადლობა გადავუხადო სწავლებაში მონაწილე თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, აშშ-ის არმიის ევროპულ სარდლობას. ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა მის დაგეგმვასა და განხორციელებაში. გილოცავთ და ძალა პარტნიორობაშია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ღირსეულ პარტნიორს“ საქართველო უკვე მეხუთედ მასპინძლობს და ის მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესებას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანას. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები