„ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო

„ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო. ახალი სივრცე დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებთან ერთად პირველ საცდელ ველოგარბენშიც მიიღო მონაწილეობა.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის კიდევ ერთი საჩუქარი მუნიციპალიტეტისთვის. წავკისის წყლის ხეობის დაახლოებით სამკილომეტრიანი მონაკვეთი რეაბილიტირდა. მოეწყო სასეირნო ბილიკი, ველობილიკი და ველომოყვარულთათვისყველანაირი ინფრასტრუქტურა. ეს, რა თქმა უნდა, ბოტანიკურ ბაღს მისცემს შესაძლებლობას, რომ დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს, ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და ისარგებლოს ამ პროექტით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აქ რა ხდებოდა წლების წინ. უბრალოდ, გავლაც კი შეუძლებელი იყო. სავსე იყო ძველი საბურავებით და სამშენებლო მასალით. დღეს გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სივრცე ქალაქში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ, დაისვენონ და განიტვირთონ. კიდევ ერთხელ მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოტანიკური ბაღის ახალი სათავგადასავლო მარშრუტი აერთიანებს ველობილიკს და სხვა ტიპის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. პროექტის განხორციელება 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მარშრუტის მთელი პერიმეტრი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან; ლანდშაფტის სრული დაცვით მოეწყო სამ კილომეტრამდე საველოსიპედე გზა, საფეხმავლო ხიდები და კონსტრუქციები; ამავე სივრცეში დასრულდა კვების ობიექტისა და პარკინგის მშენებლობა, რომელიც მალე მოემსახურება ვიზიტორებს.

პროექტის ღირებულებამ დაახლოებით ათი მილიონი ლარი შეადგინა.

ახალი სათავგადასავლო-რეკრეაციულისივრცე თბილისის მერთან ერთად მერის მოადგილეებმა მაია ბითაძემ და ანდრია ბასილაიამ, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ დაათვალიერეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები