„ქართუმ“ თავის თავზე აიღო, რომ როცა ბანკები ვალდებულებებს გაანულებენ, ამ პროცესის გარანტორი ის იქნება

„ქართუმ“ თავის თავზე აიღო, რომ როცა ბანკები ვალდებულებებს გაანულებენ, ამ პროცესის გარანტორი ის იქნება

„ქართუმ“ თავის თავზე აიღო, რომ როცა ბანკები ვალდებულებებს გაანულებენ, ამ პროცესის გარანტორი ის იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
რომან კაკულია კომპანია “ვივუსი”-ს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
„პოლიტიკური მოტივის გარდა, ეკონომიკურად და ფინანსურად გამართულ სხვა არგუმენტს ვერ ვხედავ, თუმცა იმედი მაქვს, ეს ორგანიზაცია კარგად გააანალიზებს, ყველაფერს რა პოზიტიური შედეგი შეიძლება ჰქონდეს და თავის გადაწყვეტილებას შეცვლის”, – განაცხადა კაკულიამ.
დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ვალდებულებების განულების შემდეგ არსებულ დავალიანებას “ქართუ” დაფარავს
„ქართუმ“ თავის თავზე აიღო, რომ როცა ბანკები ვალდებულებებს გაანულებენ, ამ პროცესის გარანტორი ის იქნება. გარანტია იმას ნიშნავს, რომ თანხას დაფარავს”, – განაცხადა კაკულიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივაში მონაწილეობაზე, ონლაინ სესხების კომპანია “ვივუსმა” უარი განაცხადა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები