“ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ უკვე თქვა უარი ამ ჩანაწერებზე”

“ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ უკვე თქვა უარი ამ ჩანაწერებზე”

ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ უკვე თქვა უარი ამ ჩანაწერებზე, მაგრამ გარკვეული ძალები საჭიროების შემთხვევაში ახერხებენ ამ ჩანაწერებით ხელების მოთბობას, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, თავის დროზე შესაბამისმა ორგანოებმა ფარული და უკანონო ჩანაწერები გაანადგურეს, თუმცა როგორც ჩანს მათი ანალოგებიც არსებობს.

„ქართლი საზოგადოების სურვილი იყო, რომ მსგავსი ქმედება აღარასოდეს განხორციელებულიყო საქართველოში, თუმცა ვხედავთ, რომ ეს ხორციელდება და კარგად ვხედავთ საიდან და როგორ ხორციელდება. თავისთავად, ის (ჩანაწერები) რაც აღმოჩნდა სტრუქტურის ხელში, ის განადგურდა, მაგრამ ფაქტი მეტყველებს, რომ კიდევ არსებობდა მისი ანალოგი და შესაბამისად ისევ გამოიყენეს. ვფიქრობ, საზოგადოება თვითონ გამოიტანს დასკვნებს“, – აცხადებს ჩუბინიძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები