ქართულმა ოცნებამ ქუთაისში, გამარჯვების ოლქში ინფრასტრუქტურული იდეების აღწერა დაიწყო. ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი შენგელიას მხარდამჭერთა კლუბში ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს საკუთარი იდეა დააფიქსიროს, რისი გაკეთება სურს ამ ოლქში.
იდეების აღწერა 10 ოქტომბერს დასრულდება, ამის შემდეგ კი მომზადდება კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება ინფრასტრუქტურის განვითარება ამ ოლქში.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი – ქვეყანამ შეძლო, ძალიან მოკლე დროში პანდემიამდელ მდგომარეობაში დაბრუნება; ამას სჭირდება შენარჩუნება
