„ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი შემოწირულება მიიღო

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი შემოწირულება მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი შემოწირულება მიიღო. “ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წლის აგვისტოში შემოწირულების სახით 4 555 993 ლარი მიიღო. შემდეგია „ევროპულ საქართველო“, რომელსაც 287 439 ლარი შესწირეს. დანარჩენი პარტიების შემოწირულებები კი შემდგნაირად განაწილდა: „გირჩი“ – 7 000 ლარი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 5 330 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ – 2 415 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – 1 112 ლარი, „ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 136 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 20 ლარი.
9 769 ლარი შეადგინა ალექსანდრე ელისაშვილის ფონდის შემოწირულებამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები