ქართულმა ოცნებამ აჭარაში კანდიდატები წარადგინა

ქართულმა ოცნებამ აჭარაში კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ამავდროულად ქართული ოცნების თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში პარტიის კანდიდატები წარადგინეს.

პარტიის კანდიდატები იქნებიან:
ბათუმი – ლაშა კომახიძე;
ქობულეთი – მირიან ქათამაძე;
ქედა – ლევან გორგილაძე;
შუახევში – ფრიდონ ფუტკარაძე;
ხელვაჩაური – ჯუმბერ ვარდმანიძე;
ხულო – გოჩა მელაძე.
“როგორც პრემიერ-მინისტრმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, ქართული ოცნება ამ ადამიანებს სრულ ნდობას უცხადებს. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ისინი არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ”, – აცხადებენ პარტიაში.

ქართულმა ოცნებამ იმერეთში, კახეთსა და გურიაში უკვე დაასახელა კანდიდატები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები