“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა ნარკოპოლიტიკა იქნება.
სხდომას პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა და მისი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ნარკოდამოკიდებული სახელმწიფო სტუქტურებში ვერ უნდა საქმდებოდეს, ხოლო კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, არის თუ არა სამუშაოს მაძიებელი პირი ნარკოდამოკიდებული.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი და ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

“მე ვფიქრობ, კონკრეტული ადამიანები იმსახურებენ შეწყალებას, თუმცა არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება”-გია ვოლსკი
