“ქართული ოცნების” თიანეთის მერობის კანდიდატის- ქისტესაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

“ქართული ოცნების” თიანეთის მერობის კანდიდატის-  ქისტესაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

“ქართული ოცნების” თიანეთის მერობის კანდიდატს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაასაჩივრებს თუ არა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური გახდა.

ქისტესაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

“ხვალ 12:00 საათამდე გვაქვს დროს. შესაძლოა, გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივროთ და თუ ეს ასე არ მოხდა, ვისურვებდი, რომ თამაზ მეჭიაური ჩემზე უკეთესი ხელმძღვანელი და მერი აღმოჩნდეს”, – განაცხადა ქიტესაშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის შედეგების დათვლის შემდეგ, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა, 5 ბიულეტენი, რომელიც ბათილად იყო ცნობილი, აღადგინეს. შესაბამისად, თიანეთში მე-20 საარჩევნო უბნის ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შედეგად, მანამდე ერთი ხმით გამარჯვებული ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური არჩევნებში დამარცხდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მეჭიაურმა სასამართლოში გაასაჩივრა. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კი თიანეთის მერი ის გახდა.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი 4 წლის ვადით აირჩიეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები