“ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე 56.9%-ით ლიდერობს

“ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე 56.9%-ით ლიდერობს

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე 56.9%-ით ლიდერობს.

კითხვაზე – „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ პასუხები ასე განაწილდა:

კახა კალაძე („ქართული ოცნება“) 56.9%;

ნიკანორ მელია („ნაციონალური მოძრაობა“) 27.9%;

გიორგი გახარია („საქართველოსთვის“) 6,6%;

ანა ბიბილაშვილი („ლელო“) 2.8%;

გიორგი ლომია („პატრიოტთა ალიანსი“) 1.9%;

ანა დოლიძე („ხალხისთვის“) 1,6%;

მიხეილ ქუმსიშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 0,7%;

თამარ კეკენაძე („მესამე ძალა“) 0,5%;

სხვა კანდიდატები 1,1%;

როგორც ვპროგნოზირებდით აქტიური საარჩევნო კამპანიის შედეგად კახა კალაძის რეიტინგი გაიზარდა და მას აქვს ყველა წინაპირობა, რომ არჩევნების პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს“, – აღნიშნა ბრიფინგზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-27 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 4505 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი 2%-ს შეადგენს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები