„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში სპორტსმენებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში სპორტსმენებს შეხვდა

„ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე სპორტსმენებს, ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა. შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებულ პროგრამებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და კანდიდატმა მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტსმენების მოტივირება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენმა გუნდმა, ამ მიმართულებით არაერთი პრიორიტეტული პროექტი განახორციელა და მათი მაქსიმალური მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები