ქართული ოცნების დეპუტატები, ზვიად ძიძიგური, ეკა ბესელია, აკაკი ზოიძე და კახაბერ კუჭავა პორტუგალიაში, ქვეყნის ნარკოპოლიტიკის გამოცდილებას ეცნობიან. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
“ვიზიტის მიზანია ზიანის შემცირების პროგრამების შექმნასთან, დაფინანსებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაცნობა, აგრეთვე ნარკოპოლიტიკის სტრატეგიების, მათ შორის, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და სამართალდამცავ ორგანოებს, ჯანდაცვის ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის საკითხების შესწავლა.”
პარლამენტის ცნობით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, ხოლო ვიზიტის ორგანიზატორები ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელიდა ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო არიან.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

პრემიერ მინისტრი- ენგურჰესის ტურისტულ ცენტრს ექნება ძალიან საინტერესო, ორიგინალური და ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა.
