„ქართული ოცნება“ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობასა და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს

„ქართული ოცნება“ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობასა და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს

„ქართული ოცნება“ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობასა და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თალაკვაძის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ნახევარს ქალები შეადგენენ.

„პარლამენტში ხუთი მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელები არიან ქალები, მათ შორის – ჩემი პირველი მოადგილე და თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილეც. გარწმუნებთ, რომ  ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალში ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა გაიზარდოს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს, 14 სექტემბერს, რუსთავში ჩატარდა. განხილვის მთავრი თემა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც 2020 წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერი უნდათ ჩატარდეს.

პარლამენტი საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო განხილვები 13 სექტემბერს დაიწყო. პირველი შეხვედრა თელავში გაიმართა.

2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით და ერთჯერადად ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ინიციატივა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და მას მხარს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია უჭერს. უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 5 აგვისტოს წარადგინა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები