„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე პატარა დიღმის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე პატარა დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ზურგოვანასა და ტურბაზა ,,დიღომის” მოსახლეობას შეხვდა.
კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
მოსახლეობა ამ უბნებზე გზების რეაბილიტაციას, წყლის სისტემის მოწესრიგებას, ტრანსპორტის დამატებას, სახურავების შეკეთებას, საბავშვო სკვერების მოწყობასა და ხეების სხვლა-ფორმირებას ითხოვს.
მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა რომ, მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების მოგვარებას შესაბამისი სამსახურების ინფორმირების შემდეგ, მათივე ჩართულობით შეუდგება.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

ახალი კამპანიის “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი” ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თელავისა და გორის შემდეგ, მარნეულის მოსახლეობას შეხვდა.

„როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ იმან დამაბრალა მე კორუფცია, როდესაც არ დაუბრალებიათ კორუფცია, ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი და ამაზე არ შეიძლება დადებითი კომენტარების გაკეთება”-ირაკლი კობახიძე

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური
