“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაიწყო.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაიწყო.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაიწყო. კანდიდატი კახიანაურის ოლქის ამომრჩეველს ქუთაისის სპორტის სასახლეში შეხვდა. ამომრჩეველს პირველ ტურში გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და 12 ნოემბერს არჩევნებში აქტიურად ჩართულობისკენ მოუწოდა.

გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ის რომ ოპონენტმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, არ ნიშნავს უკონკურენტო გარემოს და ბრძოლა გამარჯვებისთვის ჩვეულებრივ, წინასაარჩევნო რეჟიმში გრძელდება.

მოსახლეობასთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით, მისი კანდიდატები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში 12 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.

21 ოქტომბერს თბილისის მერის არჩევნებისა და თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების საბოლოო ოქმებს ხელი მოეწერა. საბოლოოდ დადგინდა, რომ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ხმათა 51.09% მიიღო. თბილისის საკრებულოში კი პროპორციული სიით “ქართულმა ოცნებამ” 53.15% აიღო, აქედან გამომდინარე მას საკრებულოში 15 მანდატი მიიღო.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები