„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტულება პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენის შესახებ-კახა კალაძე

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტულება პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენის შესახებ-კახა კალაძე

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტულება პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენის შესახებ, – აღნიშნული განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა თბილისის მერმა კახა კალაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მანვე, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები დაასახელა.
კერძოდ, პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახალ შემადგენლობაში არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, საპარლამენტი უმრავლესობის დეპუტატები
ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე , დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე და ირაკლი ტრიპლისკი, მინისტრთა კაბინეტიდან სოზარ სუბარი და მაია ცქიტიშვილ და „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები