“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მოძრაობა უნდა დაიშალოს.

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მოძრაობა უნდა დაიშალოს.

“ჩემი აზრით, საზოგადოება, რომელიც იმსახურებს ბოკერიას, გვარამიას, რესპუბლიკურ პარტიას და მსგავსებს, არ იმსახურებს “ქართულ მარშს“, ამიტომაც ის უნდა დაიშალოს. აზრს ვერ ვხედავ მან გააგრძელოს ფუნქციონირება. მე ამ საკითხს დავაყენებ, თუმცა ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რას იზამს. თუ მარში მაინც დარჩება, მე დავტოვებ მას“, – განმარტავს სანდრო ბრეგაძე.

ქართული მარში ამ წლის ზაფხულში გამოჩნდა. მათ რამდენჯერმე გამართეს მსვლელობა მიგრანტების წინააღმდეგ. მოძრაობის მთავარი ადრესატი ბოლო ხანს ლგბტ თემი გახდა. ბოლოს აქცია 13 ნოემბერს, ქუთაისში, სტადიონზე გაიმართა, სადაც ლგბტ თემის დროშა დაწვეს.

მოძრაობა ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები