ქართული ლარის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას რეგიონის ქვეყნებში ვალუტების გაუფასურება და რყევები ახდენს-კურტ ვოლკერი

ქართული ლარის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას რეგიონის ქვეყნებში ვალუტების გაუფასურება და რყევები ახდენს-კურტ ვოლკერი

ქართული ლარის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას რეგიონის ქვეყნებში ვალუტების გაუფასურება და რყევები ახდენს, – ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნატოში, მაკკეინის ,,საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის“ დირექტორმა, კურტ ვოლკერმა, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გამართულ პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ნატოში წარმატებული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

,,ნატოში წარმატებული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. თქვენი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურება და მუდმივი რყევები. მაგალითად, თურქული ლირის გაუფასეურებას შეუძლებელია გავლენა არ ჰქონდეს ქართულ ლარზე“,- განაცხადა კურტ ვოლკერმა

ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნატოში ყურადღება გაამახვილა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტთან და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის შემგომ მაკრონმა მკაცრად მოსთხოვა რუსეთს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

,,მე ვფიქრობ რომ ევროპაში არის მდგომარეობა, როდესაც დასავლეთ ევროპამ დაკარგა მოთმინება რუსეთთან მიმართებაში, მათ სცადეს მოლაპარაკებები ოფიციალურ მოსკოვთან, თუმცა მიზანს ვერასდროს მიაღწიეს, რადგან კრემლი ყოველთვის ისე იქცევა, რაც თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის.ამ თემაზე საუბრისას მინდა ასევე შევაფასო სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა პრეზიდენტ მაკრონთან, რომელიც შედეგიანი აღმოჩნდა. შეხვედრის შემდეგ მაკრონმა მკაცრად მოსთხოვა რუსეთს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება,- განცხადა კურტ ვოლკერმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები