ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარდგენილი

ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარდგენილი

ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა „EnoExpo 2017”-ზე იყო წარდგენილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
„EnoExpo 2017”-ს ფარგლებში გამართულ კონკურსში ქართული კომპანია „გიუაანის“ ღვინომ „მწვანე ქვევრი 2014“ ოქროს მედალი დაიმსახურა. სულ კონკურსის ფარგლებში 5 ოქროს მედალი გაიცა და ერთ-ერთი სწორედ ქართულ ღვინოს ერგო. ამავე კომპანიის ღვინოებმა – „მწვანე ქვევრი 2016“ და „ქისი ქვევრი 2016“ ბრინჯაოს მედლები მიიღეს. კომპანიის „თელავის ღვინის მარანი“ ღვინომ „სატრაპეზო 10 ქვევრი 2014“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით პოლონურმა რადიომ “ZET” ინტერვიუ ჩაწერა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ირაკლი ჩოლობარგიასთან.

ჩოლობარგიას განცხადებით, პოლონეთში გამართული ღონისძიები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოლონეთის ბაზარზე დამკვიდრებაში და ზოგადად მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე. „პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიული ბაზარია. ეს ქვეყანა წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მსგავს ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,15 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18% შეადგინა,“ – აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები