ქართული ღვინის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა

ქართული ღვინის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა

2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო , რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტის ზრდა შეინიშნება შემდეგ ქვეყნებში: იაპონია – 200% (130 638 ბოთლი), ჩეხეთი – 134% (30456),
ყირგიზეთი 81% (140370),  სამხრეთ კორეა – 78% (31650),  ნიდერლანდები – 68% (38799), დიდი ბრიტანეთი – 67% (46782), გერმანია – 43% (286054), უკრაინა – 41% (4191217), ყაზახეთი – 42% (1652292), ლატვია – 32% (905982), პოლონეთი – 30% (1573328), რუსეთი – 24% (24022113), ესტონეთი – 22% (294900), ლიეტუვა – 9% (188052), აშშ – 7% (188762).

ერთი თვის წინ The World Factbook-მა გამოაქვეყნა რეიტინგი, სადაც საქართველო ღვინის ექსპორტით მსოფლიოში მე-20 ადგილზეა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები