ქართული ღვინის დეგუსტაცია და პრეზენტაცია ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში „ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში გაიმართა.

ქართული ღვინის დეგუსტაცია და პრეზენტაცია ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში „ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში გაიმართა.

ქართული ღვინის დეგუსტაცია და პრეზენტაცია ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში „ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში გაიმართა. სტუმრებისთვის ქართული ღვინის შესახებ სემინარიც ჩატარდა, გაიმართა დეგუსტაციაც.

„ქართულმა ღვინომ საკმაოდ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა სტუმრებში. დაისვა ბევრი შეკითხვა, რაზედაც დაინტერესებულმა პირებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის,“ – აღნიშნა ღვინის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი სიხარულიძემ.

„ქართული კულტურის დღეები“ ალიკანტეში მოქმედი დიასპორული ასოციაცია „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების“ ორგანიზებით გაიმართა.

ხუთდღიან ღონისძიებას ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასულ ქართველ ემიგრანტებთან ერთად ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ. ღონისძიება ალიკანტეს საგამოფენო ცენტრ “Plaza Seneca”-ში გაიმართა და მასზე ქართულ ღვინოებთან ერთად, ასევე სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები და ქართული ფოკლორი იყო წარმოდგენილი.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები