“ქართუ” -“შავ სიაში” მყოფი პირების ვალების განულების ვებ-გვერდი მზადაა, ველოდებით სიებს

“ქართუ” -“შავ სიაში” მყოფი პირების ვალების განულების ვებ-გვერდი მზადაა, ველოდებით სიებს

“ქართუ”: “შავ სიაში” მყოფი პირების ვალების განულების ვებ-გვერდი მზადაა, ველოდებით სიებს – ამის შესახებ ფონდი “ქართუ”-ს გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა bm.ge-ისთან განაცხადა.

“ვებ-გვერდი ტექნიკურად მზადაა, ველოდებით საკრედიტო დაწესებულებებიდან მოვალეთა სიების მოწოდებას. როგორც კი მივიღებთ სიებს, მაშინვე ავსახავთ ვებ-გვერდზე. პროცესი ორმხრივია და მეორე მხრიდან სიების მოწოდების გარეშე შეუძლებელია მათი მოსახლეობისთვის გაცნობა. როგორც კი დაიდება სიები, მაშინვე გავასაჯაროვებთ ვებ-გვერდს. მოქალაქეთა მიერ საკუთარი სახელის გადამოწმება რა თქმა უნდა საბანკო საიდუმლოების დაცულობის პრინციპით მოხდება”, – განმარტა ჩხეტიანმა.

2018 წლი 19 ნოემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა განცხადება, რომ საბანკო შავ სიაში მყოფ პირებს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდებათ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები