ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდებ ბრძოლის საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო გამომძიებელთა შესაძლებლობებს გააძლიერებს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდებ ბრძოლის საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო გამომძიებელთა შესაძლებლობებს გააძლიერებს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდებ ბრძოლის საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო გამომძიებელთა შესაძლებლობებს გააძლიერებს,- აღნიშნული განცხადება შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის კვირეულის ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

მეზვრიშვილის მტკიცდბით, პოლიციის მხრიდან დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სწრაფი რეაგირება და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა დანაშაულის ეფექტიან პრევენციას უწყობს ხელს.

„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების როლი. პოლიციის მხრიდან დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სწრაფი რეაგირება და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა დანაშაულის ეფექტიან პრევენციას უწყობს ხელს. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააძლიერებს გამომძიებელთა შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და აქტიურად ითანამშრომლებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები