ქალი პრეზიდენტის დრო მოვიდა – სალომე ზურაბიშვილი

ქალი პრეზიდენტის დრო მოვიდა – სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილის თქმით, დროა საქართველოში ქალი იყოს პრეზიდენტი. აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გლდანში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

„ხმა მიეცით თუ ხმალიო ვერ გავიგე და ხმალიც მინდა და ხმაც. დრო მოვიდა ქალი პრეზიდენტის. დრო მოვიდა, იმიტომ, რომ ზოგჯერ, რაღაც პერიოდები არის ისტორიაში, როცა ქალებს მეტი შეუძლიათ. სხვა პერიოდებია, როცა აუცილებელი არის მამაკაცი იყოს ქვეყნის სათავეში. რატომღაც, ქალური ინტუიციით, მემგონი, ეს დრო მოვიდა, რადგან გველოდება გარდამავალი პერიოდი. ახლა უნდა დავდგეთ ფეხზე, როგორც თანამედროვე სახელმწიფო”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები