ქალბატონი სალომე თავის თავში აერთიანებს საქართველოს ისტორიას, ევროპულ ღირებულებებს, დიდ წინაპრებს-ზაზა გაბუნია

ქალბატონი სალომე თავის თავში აერთიანებს საქართველოს ისტორიას, ევროპულ ღირებულებებს, დიდ წინაპრებს-ზაზა გაბუნია

“ხვალ საპრეზიდენტო არჩევნებია! ეს არის ბოლო არჩევნები, როცა პირდაპირი წესით იქნება არჩეული ქვეყნის პირველი პირი და მე მინდა გითხრათ ჩემი აზრით, რამდენიმე მთავარი ფაქტორი, რისთვისაც უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი.
ეჭვგარეშეა, პრეზიდენტს უნდა უკავშირდებოდეს პერსპექტივები, მან უნდა შეძლოს და დაამკვიდროს საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ტრადიცია. მან კარგად უნდა წარმოაჩინოს და დაიცვას საქართველოს ინტერესები ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით იყოს სახელმწიფოს იდეალების და ფასეულობების ირგვლივ საზოგადოების გამაერთიანებელი.
იყო საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნიშნავს, იყო შორსმხედველი, მაღალი რეპუტაციის და ავტორიტეტის მქონე, იმისთვის, რომ გისმენდნენ ქვეყნის პოლიტიკური აქტორები. ამისთვის საჭიროა, იყო ზეპარტიული და დემოკრატიული ინსტიტუტების არამარტო პატივისმცემელი, არამედ მათი განვითარების ხელშემწყობი. ამისთვის საჭიროა, კანდიდატი ასახიერებდეს მომავალს, ცოდნას, გამოცდილებას და კონსენსუსის უზრუნველყოფის უნარს.
მიუხედავად უაღრესად ბინძური ანტურაჟისა, რაც ამ არჩევნებს ახლდა და რაც ოპოზიციურმა პარტიებმა განაპირობეს, მიუხედავად სრულიად უსარგებლოდ მაღალი ტემპერატურისა და ესკალაციის ხელოვნური მცდელობებისა, ეს საარჩევნო მარათონი სასარგებლო იყო, რადგან მან აჩვენა, რომ პრეზიდენტისათვის საჭირო ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები, ფაქტორები და უნარები უკავშირდება ერთ კანდიდატს და მას სალომე ზურაბიშვილი ჰქვია. მას აქვს ძლიერი საერთაშორისო კავშირები და ტიტანური გამოცდილება დიპლომატიურ საქმიანობაში (მე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის კურსდამთავრებული ვარ და ვიცი, საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის ეს სისტემა რა მძლავრი და მაღალავტორიტეტულია და რამხელა კვალიფიკაცია სჭირდება საფრანგეთის სახელით დიპლომატიურ სამსახურს).
ქალბატონი სალომე თავის თავში აერთიანებს საქართველოს ისტორიას, ევროპულ ღირებულებებს, დიდ წინაპრებს. ქალბატონი სალომე გამოცდილებით, ქვეყნის წინაშე დამსახურებით, ღირებულებებით და პერსპექტივებით, არის საპრეზიდენტო მარათონის ლიდერი და ის იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის სასარგებლო ლიდერი მისი პრეზიდენტის რანგში მოღვაწეობის დროს. ამიტომ, ხვალ ვირჩევთ 48 -ს სალომე ზურაბიშვილს!” – წერს ზაზა გაბუნია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები