ქალბატონი ბრძანდებით, იცით, რომ არ ვიკადრებ, შეურაცხყოფა მოგაყენოთ – ივანიშვილი კვესიტაძეს

ქალბატონი ბრძანდებით, იცით, რომ არ ვიკადრებ, შეურაცხყოფა მოგაყენოთ – ივანიშვილი კვესიტაძეს

“დამელოდეთ ქალბატონო ეკა, კეთილი ინებეთ და დამელოდეთ, და ნუ გადართავთ და ნუ მანიპულირებთ. ქალბატონი ბრძანდებით, იცით, რომ მე არ ვიკადრებ, შეურაცხყოფა მოგაყენოთ და კეთილი ინებეთ, საკუთარ თავს და თქვენს კოლეგებს პატივი ეცით,” – ასე მიმართა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს.

“თქვენ ძალიან ბევრს ცრუობთ, არც ვუყურებ თქვენს მოტანილ ფურცლებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთავრობის რამდენიმე წევრის სახლი გამოიტანეთ და აჩვენეთ მაყურებლებს, არც ერთს არ შეკითხვიხართ, საიდან აქვს, როგორ აქვს, მისი არის თუ არ არის, სხვის ნაკვეთებს მიაწერდით პრემიერ-მინისტრს, ასევე სხვა შემთხვევაში, არც ერთი მათგანი შეკითხვაზე, რომ ჟურნალისტს კითხვა დაესვა და პასუხი მიგეღოთ, არ მოგვისმენია ” – განაცხადა ივანიშვილმა კვესიტაძის მისამართით.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები