“ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში და მერე თმები შევიჭერი”-კახა კალაძე

“ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში და მერე თმები შევიჭერი”-კახა კალაძე

“ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში და მერე თმები შევიჭერი”, – ასე გამოეხმაურა თბილისი მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას, რომლის თანახმადაც კალაძე მილანში დედაქალაქის ბიუჯეტის თანხებით იმყოფებოდა.
თბილისის მერმა ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ სხვა დეტალებსაც გაიხსენებს და ინფორმაციას წერილობით გაავრცელებს.
“სასაცილოა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს არის ჩემი პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე – ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ქალაქის ბიუჯეტიდან დავხარჯე თანხები, იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. მერე თმები შევიჭერი, მოგწონთ თქვენ თუ არა, ესეც ქალაქის ბიუჯეტით. უბრალოდ, წავედი გასართობად ქალაქის ბიუჯეტით. მერე ღამის კლუბშიც წავედი. კიდევ გავიხსენებ და წერილობით მოგაწვდით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. როგორც მან განაცხადა, კალაძემ ბიუჯეტის ხარჯზე იფრინა მილანის მიმართულებით, სადაც თმები შეიჭრა. მისივე ინფორმაციით, მერიას ეს ვიზიტი 14 000 ლარზე მეტი დაუჯდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები