ქალაქ თბილისის მერიამ მორაგბეების მხარდასაჭერად ანძა ღვინისფრად გაანათა.

ქალაქ თბილისის მერიამ მორაგბეების მხარდასაჭერად ანძა ღვინისფრად გაანათა.

ქალაქ თბილისის მერიამ მორაგბეების მხარდასაჭერად ანძა ღვინისფრად გაანათა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

10 ნოემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე, საქართველო ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს ერკინება.

10 ნოემბრის მატჩისთვის სამი დებიუტანტი ემზადება: ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი, ასევე მგეზავი თედო აბჟანდაძე. ბორჯღალოსნების კვართით 5 წლის წინ, ერთადერთხელ უთამაშია ზურაბ ძნელაძეს, რომელიც მას შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში პირველად მოხვდა.

ხვალ პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდება. ეროვნული ჰიმნი ფლორენციაში პირდაპირ რესპუბლიკის მოედნიდან აჟღერდება.

რაგბის გულშემატკივრებს კი საშუალება ექნებათ, მატჩს რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურონ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები