პროფკავშირების თავმჯდომარე ხვალ შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს

პროფკავშირების თავმჯდომარე ხვალ შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს

სასტუმრო”ჰოლიდეი ინნ” ში, ხვალ, 15:30 საათზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და მედიისთვის წლის შემაჯამებელ ანგარიშს გააკეთებს.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წლის მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. საუბარი იქნება პროფკავშირების მიერ წარმოებულ შრომით სამართლებრივ დავებზე, შრომის ინსპექტირებისას გამოვლენილ დარღვევებზე, კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე, მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე, საერთაშორისო კამპანიებსა და წარმოებულ კვლევებზე.
“მსჯელობა შეეხება საქართველოს პროფკავშირების მსოფლიო აღიარებას, რისი დასტურიცაა – სულ ახლახან პროფკავშირების საერთაშოროსო კონფედერაციის მიერ ირაკლი პეტრიაშვილის ვიცე პრეზიდენტად არჩევა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000-მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი”, – ნათქვამია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები