პროფესიული განათლების მასწავლებლები გერმანიაში მეტყევეობის მიმართულებით გაემგზავრნენ

პროფესიული განათლების მასწავლებლები გერმანიაში მეტყევეობის მიმართულებით გაემგზავრნენ

 

სასწავლო ტური ბავარიის მეტყევეთა ფონდთან თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ ფონდში შემავალ სასწავლო ცენტრებსა და მათ საქმიანობას, ასევე, მეტყევეთა მომზადების პრაქტიკას.

ბავარიის მეტყევეთა ფონდთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ, 2018 წლისთვის დაიგეგმა პროფესიული მასწავლებლებისა და კომპანიის ტრენერების ერთობლივი ტრენინგები გერმანიაში, რომელსაც მთლიანად გერმანიის მხარე დააფინანსებს.

პროფესიულ განათლებაში მეტყევის პროფესიის დანერგვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან პარტნიორობით მკვიდრდება. მეტყევის პროფესიის შესწავლა, ამ ეტაპზე, ახალციხისა და კაჭრეთის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინერგება.

მეტყევეობის მიმართულების განვითარების პროცესში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. უკვე შემუშავებულია მეტყევის პროფესიული სტანდარტი და მეტყევის მოსამზადებელი მოდულებიც.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები