პროკურორის, ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იაშვილისთვის 50 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას მოითხოვს.

პროკურორის, ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იაშვილისთვის 50 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას მოითხოვს.

პროკურორის, ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იაშვილისთვის 50 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას მოითხოვს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი განიხილავს.

„ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს, ბრალდებულ ზურაბ იაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ გირაოს, 50 000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, ბრალდებულს აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა, საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ახალი ბრალი გუშინ წარუდგინა.

ასევე ბრალი წარედგინათ „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

რაც შეეხება „ინტერმედია პლუსის“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები