პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს

პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს

პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს.
როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები  სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის 2-ის“ კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის –  „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“  გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.
,,სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები  სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის 2-ის“ კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის –  „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“  გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში  დაგეგმილია ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” ყოფილი დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები